უმძიმესი წასაკითხია თაკო გიგაურის ფეისბუქპოსტები, როგორ ევედრება ადამიანებს, რომ დედამისის გამოჯანმრთელებისთვის ილოცონ. თაკო გიგაურის დედა კოვიდს ებრძვის და მისი მდგომარეობა საკმაოდ რთულია. თაკო ექიმებს ადანაშაულებს და წერს, რომ დედამისს სათანადოდ არ უმკურნალეს.
,,როგორ ვნანობ, ჩემო დედიკო, არ დაგიჯერე, როგორ მთხოვდი, წამიყვანეთო ამ ჯოჯოხეთიდან. 28 დღეა უკვე, შენთან ერთად სიკვდილს ვებრძვი მეც არასწორი მკურნალობა და _ ,,ნაპრინციპ” არ მივცემ წამალსო, არც ანალიზებს გავუკეთებო, ვიღაც თორნიკე ექიმმა, ვაი ექიმმა. ბოლოს გაირკვა, რომ პრაქტიკანტი ყოფილა. ნუთუ შეიძლება? ყველა აგებს პასუხს აუცილებლად.
ყველამ იცის, ფილტვების ანთებას ანტიბიოტიკი სჭირდება! ვინ მოგცა შენ მაგის უფლება, ექიმის მიერ დანიშნული (ორი დღე ვუკეთებდით ანტიბიოტიკს გამძვინვარებული ფილტვების ანთება ჰქონდა) შეუწყვიტე. თან როგორ გთხოვდით, არ შეგეწყვიტათ. გემუდარებით, გემუდარებით, ვისაც შეგიძლიათ, ილოცეთ. ამბობენ, ლოცვას დიდი ძალა აქვსო. დედა, როგორ არ დაგიჯერე… როგორ, დედიკონა”.