,,რატომ მიღებდნენ საძინებელში თქვენი ხელისუფლების დროს? – რა უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა ინგა გრიგოლიას

,,რატომ მიღებდნენ საძინებელში თქვენი ხელისუფლების დროს? - რა უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა ინგა გრიგოლიასგადაცემა „რეაქციაში” ინგა გრიგოლიამ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ჰკითხა, თუ რატომ უღებდნენ მას პირადი ცხოვრების კადრებს.

-მე თქვენზე ძალიან ნაწყენი ვიყავი მთელი ამ წლების განმავლობაში და ვარ ახლაც ძალიან ნაწყენი. არსებობს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკული ამბავი, რომელმაც მთლიანად თავდაყიდა დააყენა ჩემი ფსიქიკა, ჩემი ცხოვრება. ეს იყო, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემი პირადი ცხოვრების კადრები იყო გადაღებული თქვენი ხელისუფლების მიერ. სულ ვამბობდი, სადაც ვნახავ სააკაშვილს, ეთერში თუ ეთერს მიღმა, ამ კითხვას დავუსვამ-მეთქი და ახლა მინდა, გკითხოთ: რატომ მიღებდნენ ჩემს საძინებელში თქვენი ხელისუფლების დროს. რომელი სამშობლოს მოღალატე და ჯაშუში ინგა გრიგოლია იყო, რომ საძინებელში კამერებს უმონტაჟებდნენ, რომელიც მერე გამოიყენა ,,ოცნებამ’  ჩემს დასანტაჟებლად? – ჟურნალისტის ამ კითხვის საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მისი ხელისუფლების დროს მტერსაც კი არ უღებდნენ პირადი ცხოვრების მასალებს და არ ზემოქმედებდნენ მსგავსი მეთოდებით.

მიხეილ სააკაშვილი: სრული პასუხისმგებობით ვაცხადებ, რომ სპეცსამსახურებს ჩემგან კატეგორიული მითითება ჰქონდათ, რომ ადამიანების პირად ცხოვრებას არ შევხებოდით. თუ ვიღაცამ ეს გააკეთა, იმ ადამიანს თავი აქვს მოსაძრობი. ეს არის სრულიად მიუღებელი. ჩემს დროს ამას ვერავინ გაბედავდა. რომ გამოვარდნილიყო სადმე კადრები და ეს გამეგო, იმ ადამიანს იქვე დავიჭერდი.

ინგა გრიგოლია: მე 2011 წელს მითხრეს, რომ არსებობდა ეს კადრები, თქვენ არ იცოდით, რომ ყველა აქტიურ ადამიანს უღებდნენ?

მიხეილ სააკაშვილი: 2006 წელი იყო თუ 2007, როცა მითხრეს, რომ ჩვენმა სპესცხამურებმა გადაიღეს რუსეთის დაზვერვის აგენტის და დიპლომატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, სასწრაფოდ დავიბარე მერაბიშვილი და ვუთხარი, მესმის, რომ გგონიათ, მაგარი რამე გააკეთეთ, მაგრამ სასწრაფოდ გაანადგურეთ ეს კადრები. პირადი ცხოვრება რუსეთის ჯაშუშების მიმართაც კი არ იქნება გამოყენებული-მეთქი.