,,ნიკომ შექმნა პროგრამა, რომელიც დღეს ჟანგბადივით სჭირდება კაცობრიობას” – თამარ ბელქანია

,,ნიკომ შექმნა პროგრამა, რომელიც დღეს ჟანგბადივით სჭირდება კაცობრიობას" - თამარ ბელქანიაპარტია ,,ლელოს” წევრი, წალენჯიხაში პარტიის კანდიდატი, თამარ ბელქანია 20 წლის ნიკო კვარაცხელიაზე წერს:

„ვუსამძიმრებ ქვეყანას ნიჭიერი ადამიანის დაკარგვას. კაცმა 18 წლის ასაკში გამოიგონა ის, რაც ორ წელიწადში დასჭირდა სამყაროს. „ფიდსი“ #feedc  იყო მულტიმედიური ციფრული სისტემა, რომელიც დისტანციური სწავლების პლატფორმას წარმოადგენდა! ის, რაც დღეს ჟანგბადივით  სჭირდება კაცობრიობას!

განათლების სამინისტრომ ეს სისტემა დაუშვა ქართულ სკოლებში, როგორც  სრულყოფილი სასწავლო პლატფორმა.

ვუსამძიმრებ ოჯახს,  წალენჯიხას, სამეგრელოს, საქართველოს და სამყაროს.

ის სულ რაღაც 20 წლის იყო. მშვიდობით, ნიკო – შენ უკვე დატოვე საქმით შენი სახელი!”.

ნიკა კვარაცხელია გუშინ მიღებული ჭრილობებისგან დღეს დილით გარდაიცვალა. მკვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.