,,ნიკომ ძალიან საყვარელი ადამიანი იპოვა, მასთან ბედნიერი იყო” – ნიკა კვარაცხელია დაქორწინებას აპირებდა

,,ნიკომ ძალიან საყვარელი ადამიანი იპოვა, მასთან ბედნიერი იყო" - ნიკა კვარაცხელია დაქორწინებას აპირებდა,,ნიკომ ძალიან საყვარელი ადამიანი იპოვა თავის ცხოვრებაში და ძალიან ბედნიერი იყო. მინდა, მას მადლობა გადავუხადო, რომ აბედნიერებდა”, – თქვა სასტიკად მოკლული ნიკა (ნიკო) კვარაცხელიას მეგობარმა გიორგი გაბუნიას გადაცემაში.

გოგონა, რომელიც უნიჭიერეს ნიკა კვარაცხელიას აბედნიერებდა და მომავალსაც ერთად გეგმავდნენ, ,,ფორმულას” ეთერში ამბობს, რომ მის დაწყებულ საქმეებს ოჯახი გააგრძელებს.

„ნიკოს დაწყებულ საქმეს ოჯახი გავაგრძელებთ საქართველოში და ასევე უცხოეთშიც. ჩვენი ოჯახის გადაწყვეტილებით იქნება ნიკოს სახელობის სტიპენდია… ნიკო ჩემთვის ერთი სიტყვით იყო მომავალი“, – აღნიშნა ნიკას საცოლემ.

ახალგაზრდა წყვილი მალე დაქორწინებას აპირებდა. ქორწილის გადახდას თბილისში აპირებდნენ, შემდეგ კი საზღვარგარეთ უნდა წასულიყვნენ, რომ ნიკოს კომპანიის პოზიციები საერთაშორისო ბაზარზე ერთად გაემყარებინათ.