ნიკოლოზ რაჭველი: ,,ჩვენო ილია მართალო, ,,ჩვენისთანა ბედნიერი ერი” რომ დაგვიწერე, ვადა არ დააყოლე?”

ნიკოლოზ რაჭველი: ,,ჩვენო ილია მართალო, ,,ჩვენისთანა ბედნიერი ერი” რომ დაგვიწერე, ვადა არ დააყოლე?''კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ბოლო დროს მომხდარ მოვლენებს ეხმაურება:
,,არ ვიცი, რას შევეხო, რათა უკიდურესი სევდა და გულისტკივილი გამოვხატო  ნიკა კვარაცხელიას, ამ მართლაც უნიჭიერესი ახალგაზრდას მკვლელობას, თან მისი მშობლის გამწარების თუ შურისძიების მიზნით, ,,მთავარი” არხის ოპერატორის გადმოგდებას მეორე სართულის ვერანდიდან და მერე ამ მოვლენისადმი გადმომგდებთა უფროსობის რეაგირებას თუ იმას, რომ თურმე კვლავ ყველას გვისმენენ და გვითვალთვალებენ და თან ისე დაუცველად, რომ ახლა თითქმის ნახევარ ქვეყანას შეუძლია, შემოიჭვრიტოს ჩვენს საპირფარეშოებში…
ჰოდა, ჩვენო ილია მართალო, ,,ჩვენისთანა ბედნიერი ერი” რომ დაგვიწერე, ვადა არ დააყოლე, თუ როდემდე უნდა იყოს ლექსის შინაარსი აქტუალური? უვადოა?.. ,,ჩემო კარგო ქვეყანაც”? ანუ აწმყო არასდროს გვიწყალობებს? ეგეც უვადოა? და ,,ელეგიაც” ჩვენი სამუდამო განაჩენია?”.