,,ნამახვანჰესი” აღარ აშენდება – ,,ენკამ” ხელშეკრულება შეწყვიტა

,,ნამახვანჰესი" აღარ აშენდება - ,,ენკამ" ხელშეკრულება შეწყვიტა,,ენკა” ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი:

“ENKA İNŞAAT აცხადებს, რომ მისმა შვილობილმა კომპანიამ, Enka Renewables-მა გადაწყვიტა, ,,შეწყვიტოს სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფოსთან, ნამახვანის კასკადის პროექტის შემუშავების, მშენებლობის, საკუთრებისა და ექსპლუატაციის შესახებ. საქართველოს 2019 წლის 25 აპრილის კონტრაქტის ხანგრძლივად დარღვევის და ფორსმაჟორული სიტუაციის გამო”, – წერია განცხადებაში.

ხელშეკრულების თანახმად, მთავრობის მიერ ვალდებულების დარღვევის, გაჭიანურებული პოლიტიკური ფორს-მაჟორის და მოუგვარებელი სამართლის ცვლილების გამო ხელშეკრულების შეწყვეტისას მთავრობა ვალდებულია, კომპანიას გადაუხადოს:

ა) სესხის თანხა (ან გადაცემადი ქონების სამართლიანი საბაზრო ღირებულება – რომელიც მეტია)

ბ) კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

გ) გადაცემად აქტივებზე გადაცემისას გადასახდელი ყველა გადასახადი;

დ) საგადასახადო ნამატი.

ასევე, გაჭიანურებული ფიზიკური ფორს-მაჟორის გამო ხელშეკრულების შეწყვეტისას მთავრობა ვალდებულია, კომპანიას გადაუხადოს:

ა) სესხის თანხა; ბ) გადაცემად აქტივებზე გადაცემისას გადასახდელი ყველა გადასახადი; გ) კაპიტალური ინვესტიცია; დ) საგადასახადო ნამატი”.