ლაშა ბუღაძეს კატა დაეკარგა – ,,თვალი თუ მოკარით ვინმემ, გადაეცით, ნუ მებუტება”

ლაშა ბუღაძეს კატა დაეკარგა - ,,თვალი თუ მოკარით ვინმემ, გადაეცით, ნუ მებუტება"მწერალი ლაშა ბუღაძე საზოგადოებას დახმარებას სთხოვს კატის, სოლომონის მოძებნაში.

„მეგობრებო, სალამი! ესაა ჩემი უსაყვრლესი ფისო სოლომონი, რომელიც 6 წელია ჩვენთან ცხოვრობს და ნახევრად ქუჩისაა (ვერც ვაკადრებ ისე ამ სიტყვებს), კვირაზე მეტია არ გამოჩენილა, – ნერვებმოშლილი კი იყო, რადგან სხვა კატებიც დაეჩვიენ ჩვენს ეზოს, მაგრამ ამდენი ხნით გაქრობა არ ჩვეოდა.

მთაწმინდის მკვიდრია – ზალდასტანიშვილის და კაკაბაძეების ქუჩას არ გასცდენია არასდროს. ამ ღირსეულ ფოტოზე ცოტა პატარა კია, მაგრამ იგივეა მაინც… წითელი ყელსაბამი აქვს შებნეული. თვალი თუ მოკარით ვინმემ, გადაეცით, რომ ველოდები და ნუ მებუტება!“ – დაწერა მწერალმა.