იაგო ფრანგიშვილი: “გააკრეს საკაცეზე ექიმი, რომელმაც ძალიან ფრთხილად თქვა, კოვიდგადატანილის იმუნურობა კარგიაო”

იაგო ფრანგიშვილი: "გააკრეს საკაცეზე ექიმი, რომელმაც ძალიან ფრთხილად თქვა, კოვიდგადატანილის იმუნურობა კარგიაო"ექიმმა იაგო ფრანგიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“გააკრეს საკაცეზე ექიმი, რომელმაც ძალიან ფრთხილად თქვა, რომ კოვიდგადატანილის იმუნურობა კარგიაო.
ის კიარ უთქვია, რომ აცრაა ცუდი. არა. ასჯერ თქვა, რომ აცრა აუცილებელია კოვიდის ნაკლები პრობლემით გადასატანადო, მაგრამ მაინც გააკრეს საკაცეზე ეს რეანიმატოლოგი.
8 ჯერ შეასწორა და ჩაასწორა პოსტი, რომ როგორმე ისე არ წარმოჩენილიყო, ვითომდაც სრულიად აცრილის იმუნიტეტს კოვიდგადატანილის იმუნიტეტი ჯობია.
ხოდა, გეტყვით, რომ ჯობია. ასჯერ ჯობია.
უფრო სწორად, გუშინ პრაქტიკამ დაამტკიცა, გერმანიაში, რომ 68 ჯერ სჯობია მინიმუმ!!!
გერმანიაში ერთ დისკოთეკაში დაშვებულნი იყვნენ რამდენიმე ასეული, 200-ზე მეტი ადამიანი,
კოვიდგადატანილები და სრულიად აცრილები, რათქმაუნდა უტესტოდ, აბა აცრილის დატესტვას ვინ გაბედავდა, შეთავაზებაც კი წარმოუდგენელია ამგვარი რამისა!!!
68 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდი.
68 აცრილს.
არცერთ კოვიდგადატანილს.
ვირუსი აღმოჩნდა დელტა შტამი.
ეს ყველა აცრილი და ახლა კოვიდიანი თავს მშვენივრად გრძნობს
აცრილია და ახალგაზრდაა, რატომ უნდა იყოს სხვანაირად??
როგორმე უნდა შევეგუეთ ეს ორჯერ და სამჯერ აცრილები და მეოთხე და მეხუთე აცრის მომლოდინენი,
რომ მოეშვით კოვიდგატანილებზე ზეწოლას, ბნელად გამოცხადებას, თუკი არ იცრის.
შეამოწმეთ ისინი, ვისაც არ სურს აცრა, გადაიტანა თუ არა კოვიდ ინფექცია, აი ამაზე წამოგყვება მოსახლეობა და სიტუაცია ცოტათი დაწყნარდება,
როცა აცრის არმსურველს აუღებ ანალიზს და ეტყვი, შენი ანტისხეულის რაოდენობა 1 ია, ანუ 0,8-ზე მეტია, რაც ნიშნავს, რომ გადაიტანე კოვიდი და სულერთია რამდენი გაქვს ანტისხეული,
ორგანიზმმა იცის მასთან გამკლავება.
ამის შემდეგ სიტუაცია დაწყნარდება, ხალხიც დაწყნარდება და ექიმიც დაწყნარდება.
აცრაც და სრული იმუნიზაციაც იმაზე დიდხანს იცავს, ვიდრე ახლა მიღებულია, რომ ექიმმა თქვას და გააპიაროს.
და მოეშვით კოვიდგადატანილების ორჯერ და სამჯერ აცრას.
ცოტა ლოგიკურად იფიქრეთ ხოლმე და ნურავინ ამაყობს ტვინის თვითამპუტაციით.”