გიორგი ნიკოლაიშვილი: ,,ეს პოსტი ეხება ყველას, ვინც ემიგრაციიდან ხელფასივით იღებს ფულს, ქვეყანა კი სულ ჰკიდია!”

გიორგი ნიკოლაიშვილი: ,,ეს პოსტი ეხება ყველას, ვინც ემიგრაციიდან ხელფასივით იღებს ფულს, ქვეყანა კი სულ ჰკიდია!"ამერიკაში მცხოვრები გიორგი ნიკოლაიშვილი ბოლო დროს საქართველოში  მიმდინარე უმძიმეს მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება და ფეისბუქპოსტში ძალიან საინტერესო აქცენტებს აკეთებს.
,,დღეს ოპერატორი გადმოაგდეს აივნიდან ,,ოცნების” მხარდამჭერებმა, თბილისში 18 წლის ძალიან წარმატებული ბიჭი მოკლეს, კორონავირუსით დღეში ამდენი ხალხი იღუპება, ყოველ დღე უფრო მეტი ადამიანი ხდება სოციალურად დაუცველი, ქვეყანა რუსეთისკენ მიექანება და ამ დროს მიჩნდება კითხვა: კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ქვეყანაში გაჩნდეს პროტესტი?
ერთ-ერთი მიზეზი ამ სიჩუმის არის ემიგრაცია. არა იმიტომ, რომ ყველა, ვისაც შეიძლება პროტესტი გაუჩნდეს, ქვეყნიდან წასულიაო, როგორც ემიგრანტები ვიკვეხნით. სულაც არა: ჩემი აზრით, პრობლემა ჩვენს ოჯახებშია და იმ ადამიანებში, ვისაც ემიგრაციიდან ვეხმარებით ყოველთვიურად.
როცა ამერიკიდან და ისრაელიდან თითო ოჯახში $2000-$3000, ევროპის ქვეყნებიდან მინიმუმ თვეში 700-1000 ევრო იგზავნება, რატომ გაუჩნდებათ პროტესტი იქ დარჩენილ ჩვენიანებს? პირიქით, ბევრჯერ მომისმენია როგორ უხარიათ იქ ლარის გაუფასურება, გამოგზავნილ თანხას უფრო ძვირად გადავახურდავებო.
ლამის უკვე კონსერვებით საჭმელიც ვაგზავნოთ ემიგრაციიდან და სულ არ ჰკიდია იქ ბევრს, ბიძინა იქნება თუ მიშა? ჩვენ კი წლები შევყურებთ საინფორმაციო გადაცემებს, როდის დასრულდება ის რეჟიმი, რომ საქართველო მეტად განვითარდეს და იქნებ ოდესმე მაინც დავბრუნდეთ. არც არასდროს შეიცვლება რამე, სანამ ჩემი და შენი ოჯახის წევრები ვალუტაზე ზემოთ არ დადგებიან! სად სცალიათ, ჩვენი ნაყიდი ბინები ავეჯითაა მოსაწყობი!
P.S. პოსტი არის ზოგადი, ეხება ჩემი ოჯახით დაწყებული პოსტის ნებისმიერი ემიგრანტი მკითხველის ოჯახით დამთავრებული – ყველას, ყველას, ვინც ემიგრაციიდან სისტემატურად იღებს ხელფასივით ფულს, ქვეყანა კი სულ ჰკიდია!” – წერს გიორგი ნიკოლაიშვილი.