“ერთს ცხვირი გაუტეხეს, მეორე დაკბინეს” – კასპის მოქმედმა და ყოფილმა მერებმა მაგრად იჩხუბეს

"ერთს ცხვირი გაუტეხეს, მეორე დაკბინეს" - კასპის მოქმედმა და ყოფილმა მერებმა მაგრად იჩხუბესკასპში, “ქართული ოცნების” მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტვ პირველის ინფორმაციით, ჩხუბის შედეგად კასპის მოქმედ მერს, ვახტანგ მაისურაძეს ცხვირი გაუტეხეს, ყოფილი მერს, მანუჩარ მერებაშვილს კი მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული – ის დაკბენილია.

ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება სასმელ წყალთან დაკავშირებით დაიწყო.

კასპის ყოფილი მერი, მანუჩარ მერებაშვილი ტვ პირველთან მომხდარს უარყოფს. თუმცა ფაქტს თვუთმიხლველები ჰყავს.

ტვ პირველი