ეკა კვესიტაძე: ,,არ გემშვიდობები, რადგან შენთან გამომშვიდობება შეუძლებელია”

ეკა კვესიტაძე: ,,არ გემშვიდობები, რადგან შენთან გამომშვიდობება შეუძლებელია"დღეს პოეტი ალიკა დარჩიაშვილი გარდაიცვალა.

„უძვირფასესი მეგობარი დავკარგე დღეს – ალიკა დარჩიაშვილი. წარმოუდგენელი თვისებების კაცი, უერთგულესი და გამორჩეულად საინტერესო. შეუძლებელია ერთხელ მაინც გენახა ალიკა და არ მოეჯადოებინე, რადგან დიდი ადამიანი იყო, ყველასაგან გამორჩეული. არ მჯერა, რომ ამ სიტყვებს ვწერ. იმედი მაქვს, იცოდი, როგორ განსაკუთრებულად მიყვარდი და როგორი აღფრთოვანებული ვიყავი ყოველთვის შენით. არ გემშვიდობები, რადგან შენთან გამომშვიდობება შეუძლებელია“, – დაწერა ჟურნალისტმა ეკა  კვესიტაძემ ფეისბუქში.