დათო მაღრაძე: ,,კალაძე თანხვედრაში ეპოქასთან და კალენდართან”

დათო მაღრაძე: ,,კალაძე თანხვედრაში ეპოქასთან და კალენდართან''პოეტმა, დათო მაღრაძემ ,,იმედში” თბილისის მერობის კანდიდატზე, კახა კალაძე ისაუბრა:

-მერობის კანდიდატების დებატებს ვუყურე და რა თქმა უნდა, არავის არ ვაკნინებ, მაგრამ ერთს ვიტყვი, კანდიდატებს შორის ერთადერთი კახა კალაძე იყო, რომელიც იყო თანხვედრაში ეპოქასთან და თანხვედრაში იყო კალენდართან. მან საქმის ორგანიზებას, პრიორიტეტების მიგნებას, მათ წარმოჩენასა და ზრუნვის ორგანიზებას ისევე გაართვა თავი, როგორც „ქართული ოცნების“ გუნდმა და ვფიქრობ, აქ დიდი არჩევანის წინაშე არ ვართ, – განაცხადა დათო მაღრაძემ.

იმედი LIVE