,,დაჭრილი ჯვარს ემთხვია და უფალს შემწეობა სთხოვაო” – ნიკა კვარაცხელიას დედამ შვილი უკანასკნელ გზაზე საოცარი სიტყვებით გააცილა

,,დაჭრილი ჯვარს ემთხვია და უფალს შემწეობა სთხოვაო" - ნიკა კვარაცხელიას დედამ შვილი უკანასკნელ გზაზე საოცარი სიტყვებით გააცილაჟურნალისტი დარეჯან კვარაცხელია სასტიკად მოკლული ნიკა კვარაცხელიას დედის წერილის შინაარს გადმოსცემს, რომლითაც იზა ომაძემ თავისი შვილი უკანასკნელ გზაზე გააცილა.

,,ჩვენმა ნიკომ წლების წინ უცხოეთში, ქართულ ტაძარში, ღვთისმშობლობას ჩაიცვა  სტიქარი, მას მერე საფრანგეთიდან თბილისში დაბრუნდა და დაიწყო თავისი საოცარი, გრანდიოზული, არამიწიერი გეგმების განხორციელება, მუშაობდა მის მიერ დაფუძნებული Feedc პლატფორმის გაფართოებაზე, უნდოდა, მსოფლიოს სცოდნოდა საქართველოს შესახებ… მაგრამ უკეთურის მიერ გასროლილმა რამდენიმე ტყვიამ მისი სიცოცხლე შეწყვიტა…

დაჭრილი ჯვარს ემთხვია და უფალს შემწეობა სთხოვაო… სწორედ ღვთისმშობლობას შეუერთდა წმინდანთა დასს. ნიკოს გამორჩეულმა, გმირმა დედამ დღეს შვილს უთხრა:

„უფალს ებარებოდეო, დედა, როგორც შენ გვეტყოდიო, როცა სადმე მივდიოდითო. ჩემი შვილის მკვლელების დედებს კი ვურჩევ, შვილები თბილისში ჩამოიყვანეთ, რათა მათ პასუხი აგონ ნიკოს მკვლელობისთვის, შემდეგ მოვიდეთ ნიკოს საფლავთან, შენდობა ითხოვეთ და ერთად ვილოცოთო ნიკოს სულისთვის.

მადლობა, დედი, იმ ლამაზი 22 წლისთვის, რომელიც ჩვენთან გაატარე, ჩვენ ანასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ შენი იდეების განხორციელებისთვის, იმ ანასთან, რომელსაც შენი გული მიუძღვენი“.

ასეთ სიტყვებს მხოლოდ ძლიერი, ამაღლებული და ქრისტეს მოყვარული დედა თუ იტყვის, დედა, რომელსაც მომავლის ბიჭი მოუკლეს…  შენდობას გთხოვთ შენ და შენს დედ-მამას, და-ძმებს, ახლობლებს, რომ ვერ დაგიფარეთ შეხვედრამდე ნიკო“, – წერს დარეჯან კვარაცხელია.