,,ჩამოხსნა ის სოდომიტური, ბილწი დროშა, დაანარცხა ძირს” – მერობის კანდიდატი ევროკავშირის დროშის ჩამოხსნაზე

,,ჩამოხსნა ის სოდომიტური, ბილწი დროშა, დაანარცხა ძირს" - მერობის კანდიდატი ევროკავშირის დროშის ჩამოხსნაზესაზოგადოებრივ მაუწყებელზე გამართულ დებატებში პარტია „საქართველოს“ მერობის კანდიდატმა, გიორგი ქუთათელაძემ თავისი სიტყვა 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის დღესა და ევროკავშირის დროშის ჩამოხსნაზე დაიწყო და განაცხადა:

„მივესალმები ძვირფას ადამიანს, დიდ ქართველს, რომელმაც პატივი დაგვდო, მობრძანდა, ბატონი ვაჟა ოძელაშვილი, რომლის შვილი, ნინო ოძელაშვილი თქვენ იცით, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ორგზის ევროპის ჩემპიონი, მეორე შვილი ერეკლე ოძელაშვილი, ევროპის ჩემპიონი, მრავალგზის პრიზიორი და დღეს დაგვიბრუნდა, ერევანში უზარმაზარი ტურნირი აქვს მოგებული. აუცილებლად უნდა აღინიშნოს გიორგი ოძელაშვილი, მისი ნაბოლარა, ის ბიჭი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, უშორეს მწვერვალზე ავიდა და ჩამოხსნა ის სოდომიტური, ბილწი დროშა დაანარცხა ძირს და საქართველოს ზნეობა იხსნა და მე მოვითხოვ, მისი მეგობრები ყველა, გათავისუფლდეს ის 33 კაცი.

ამავე დროს, ჩემო მეგობრებო, დავიწყოთ ახალი აზროვნება. ვაღიაროთ ისეთი დიდი სიმართლე, რომელიც ყველამ იცის და ამ კამათში გავიზარდეთ ჩვენ. საქართველო არის ლიბანიზირებული, გაყოფილი ორ ნაწილად. ერთ მხარეს დგას ამერიკის ჯარი, მეორე მხარეს დგას რუსის ჯარი, ამაზე ვიფიქროთ, გამოვფხიზლდეთ.