ბექა ჩხაიძე: ,,ფოტოზე დაფიქსირდა ეს კადრი… ჩემი მოძღვარი თოკებით და კიბეებით შედის იმ გამოქვაბულში” – რა სასწაულზე წერს მომღერალი

ბექა ჩხაიძე: ,,ფოტოზე დაფიქსირდა ეს კადრი... ჩემი მოძღვარი თოკებით და კიბეებით შედის იმ გამოქვაბულში'' - რა სასწაულზე წერს მომღერალიმომღერალი ბექა ჩხაიძე თავის მოძღვარზე ყვება და იმ სასწაულზე, რომლის თვითმხილველიც გახდა. ბექა ,,ფეისბუქში” წერს:

,,ახლა ერთი ამბავი მინდა, გითხრათ და რატომ. მამაო (ჩემი მოძღვარი) დიდ მარხვაში როცა ახერხებს, მიდის ტყეში, გამოქვაბულში მარტო სალოცავად, მხოლოდ სეფისკვერი და წყალი მიაქვს ( ეხლა მეორე მონატერს აშენებენ აქვე,  მზოვრეთში და ამ ეტაპზე ვერ ახერხებს წასვლას).

20 დღის შემდეგ ააკითხეს მამებმა (ბერებმა, თავისმა სულიერმა შვილებმა). ერთი სტუმარი ახლდათ ფოტოაპარატით. მოშორებით იდგნენ მამაოსთან. იქ ახლოს ვერც მიხვალ, თვითონაც თოკებით და კიბეებით შედის იმ გამოქვაბულში. როდესაც ესაუბრებოდნენ, მამაომ უთხრა ამათ: ,,ახლა ჩემ წინ მოწყენილი ზის ის არსება, რომელიც ებრძვის კაცობრიობას და ჩვენ, მაგრამ ღვთის წყალობით, ვერაფერს მიხერხებს”.

არაფერი ჩანდა საერთოდ და ფოტოაპარატით გადაიღო სურათები იმ სტუმარმა და დაფიქსირდა ეს კადრი. ამით რისი თქმა მინდა!? მარტო ტელევიზორში რაც ხდება და რასაც აჩვენებენ, ეგრე არ ხდება ჩვენს ქვეყანაში! ძალიან ძლიერი და მლოცველი ბერები, დედები და მამები არსებობს, ხალხნო, განდეგილებიც,  რომლებიც მარტო ცხოვრობენ ტყეში და მთელი ცხოვრება იქ იქნებიან ლოცვაში.  ასე რომ, დანარჩენი თქვენთვის მომინდვია”.