,,ბატონო კონსულო, უნდა მოვკვდეთ, ამოვწყდეთ, რომ თქვენი ყურადღება მივიქციოთ?!” – საბერძნეთში 35 წლის ქართველი ემიგრანტი აპარატზეა შეერთებული

,,ბატონო კონსულო, უნდა მოვკვდეთ, ამოვწყდეთ, რომ თქვენი ყურადღება მივიქციოთ?!" - საბერძნეთში 35 წლის ქართველი ემიგრანტი აპარატზეა შეერთებულისაბერძნეთში მცხოვრები მაია ბაჩანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს საკონსულო ყურადღებას არ იჩენს ქართველი ემიგრანტის მიმართ, რომელიც აპარატზეა შეერთებული. ქალბატონი მაია წერს:

,,ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში 35 წლის ახალგაზრდა ქალი იმყოფება კოვიდ ინფიცირებული, აპარატზეა შეერთებული, ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ახლა ვესაუბრე ამ გოგოს დედას. ბევრი მცდელობის მერე, როგორც იქნა, დაუკავშირდა საკონსულოს და როგორც თვითონ ამ ქალბატონმა მითხრა, პასუხი იყო შემდეგი: ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ ამ ეტაპზე. თუ ადამიანი გარდაიცვლება,  მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, ჩავერთოთ საქმეშიო.
ახლა კითხვა მაქვს კონსულთან: ბატონო კონსულო, ე.ი. უნდა მოვკვდეთ, ამოვწყდეთ, რომ თქვენი ყურადღება მივიქციოთ? ამ მკვდარსაც აქვე, ათენში უკეთებთ კრემაციას და საქართველოს მიწასაც კი არ აღირსებთ ქართველ ემიგრანტს. ცოცხლებს მიხედეთ, ის ჯობია, ვიდრე მოკვდება ადამიანი თუ არა მერე?.. ძალიან ბევრი ცოდვა გადევთ ემიგრანტების და არაა ეს კარგი ამბავი თქვენთვის!”.