,,6 თვის კოვიდ-ორსული გადაიყვანეს რეანიმაციაში… მეგობრები მთხოვენ დახმარებას და რა ვუთხრა?!” – ექიმი ელენე ხურციძე

,,6 თვის კოვიდ-ორსული გადაიყვანეს რეანიმაციაში... მეგობრები მთხოვენ დახმარებას და რა ვუთხრა?!" - ექიმი ელენე ხურციძეექიმმა ელენე ხურციძემ დღეს ძალიან მძიმე პოსტი გამოაქვეყნა ორსულ ქალზე და თავისი კოლეგების განცხადებებს შეეხო, რომლებიც ამბობენ, რომ კოვიდგატანილებს იმაზე მეტი იმუნიტეტი აქვთ, ვიდრე აცრილებს.

,,6 თვის კოვიდ-ორსული, 60% ფილტვის დაზიანებით გადავიდა რეანიმაციაში.  მეგობრები მთხოვენ დახმარებას და რა ვუთხრა? კარგია, რომ დაემართა,  იმუნიტეტს გამოიმუშავებსო? დიდი ალბათობით, რომ ვერ გადარჩება?!..  სასწაული თუ ჩაიდინა ჩემმა კოლეგებმა, შეზღუდული უნარებით რომ იცხოვრებს დედა-შვილი. რა ვქნა, როგორ ავუხსნა, კარგია რომ დაემართა, იბრძოლოს და თუ გადარჩებიან, დაბალი ცხოვრების ხარისხი ექნებათ, მაინც კარგია, მთავარია, მყარი ანტისხეულები გამომუშავდება-თქო?”.