,,პეტრე, დამირეკე და აგიხსნი!” – კოტე მათითაშვილი მამა პეტრეს დაუპირისპირდა

,,პეტრე, დამირეკე და აგიხსნი!" - კოტე მათითაშვილი მამა პეტრეს დაუპირისპირდამამა პეტრე კოლხის პატარა პოსტმა ფეისბუქში დიდი დაპირსპირება გამოიწვია.

,,ჩემი ახლობელი ოჯახი ორჯერ აიცრა, მაგრამ ახლა გაირკვა, რომ დავირუსებულები არიან… თუკი აცრა ვერ მიცავს, მაშინ აზრი?!”, – დაწერა მამა პეტრემ და ფეისბუქომიც ატყდა.

,,პეტრე, თუ რამე გაინტერესებს, დამირეკე და აგიხსნი, ასე საჯაროდ, ასეთი ფორმულირებით კითხვის დასმა ახლა დიდად სარგებლის მომტანი არაა! თუ ამასაც ვერ ხვდები, რატომ არის ახლა კითხვა ასეთი ფორმით საშიში, მაგასაც გეტყვი… აცრა სიკვდილისაგან და სტაციონარისაგან იცავს და სხვისთვის გადადების შანსები მცირდება მკვეთრად!” – დაწერა კომენტარებში ცნობილმა  ექიმმა კოტე მათითაშვილმა.

,,ისევ ,,კოელიო” პოსტები წერო, ჯობია, ცხელა ძალიან”, ..აიღე ეს პოსტი, მამაო!”, ,,აცრა გიცავს სიკვდილისგან!” – წერენ კომენტარებში ადამიანები, რომლებსაც ანტივაქსერები ძალიან მწვავედ უპირისპირდებიან.