ნინჩო ჯიბლაძე: ,,ვინც დილიდან ავრცელებთ დეზინფორმაციას, რომ ამერიკა თავის მოქალაქეებს არ უშვებს საქართველოში… მითხარით და მე გადაგითარგმნით!”

ნინჩო ჯიბლაძე: ,,ვინც დილიდან ავრცელებთ დეზინფორმაციას, რომ ამერიკა თავის მოქალაქეებს არ უშვებს საქართველოში... მითხარით და მე გადაგითარგმნით!''დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ამერიკის მთავრობა თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში არ იმოგზაურონ. სინამდვილეში ეს გაფრთხილება ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება.
ჟურნალ ok-ის რედაქტორი, ნინჩო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ყველას მოგიწოდებთ, წაიკითხოთ ტექსტი, უმარტივესი ინგლისური ენაა გამოყენებული. წაიკითხეთ და თუ კიდევ ვერ გაიგებთ, რა წერია, მითხარით და გადაგითარგმნით.
თეთრზე შავით, უმარტივეს ენაზე წერია, რომ ამერიკის მთავრობა მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, არ იმოგზაურონ მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რადგან იქ ამერიკა ვერ დაიცავს.
ვინც დილიდან ავრცელებთ დეზინფორმაციას, რომ ამერიკა საკუთარ მოქალაქეებს არ უშვებს საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილზე, ან უბრალოდ ინგლისური არ იცით, ან კიდევ ძალიან ცუდ საქმეს სჩადიხართ. არ მინდა ასეთი რამის წარმოდგენაც კი. მიზანმიმართული სიცრუის ტირაჟირება, რაც აზიანებს საკუთარ ქვეყანას, ძალიან ცუდ რამეს ნიშნავს”.