,,დაქორწინებას ვაპირებდით და… შენი და არისო… ხვალიდან მონასტერში მივდივარ” – რას წერს მამაკაცი ფეისბუქში

,,დაქორწინებას ვაპირებდით და... შენი და არისო... ხვალიდან მონასტერში მივდივარ" - რას წერს მამაკაცი ფეისბუქშიფეუისბუქჯგუფში ,,ვეძებ” მამაკაცი საშინელ ისტორიას აქვეყნებს. როგორც წერს, მას შეუყვარდა გოგონა, რომელზეც ეჭვი აქვს, რომ მისი და არის.

,,იმდენად შემზარავია ამბავი მთელი,ცხოვრება დამენგრა. ორი წლის წინ შემიყვარდა ერთი გოგო. კარგი ურთიერთობა გვქონდა,ცოტა ხნის წინ გადავწყვიტეთ დაქორწინება, ქორწილამდე სამი დღით ადრე ვნახე სიზმარი, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადამედგა ეს ნაბიჯი, რადგან ის ჩემი და იყო.

ვერ აღვწერ, რა დამემართა, გავნადგურდი ყველანაირად. დედას დაველაპარაკე, არ მითქვამს ეს ყველაფერი, უბრალოდ ვკითხე, მყავდა თუ არა და ოდესმე და კი, მეყოლა, შენზე ორი წლით უმცროსი იქნებოდა, მაგრამ დაიღუპაო. მკვდარი ნახე-მეთქი და არა, თავად დამარხეს, მე ცუდად ვიყავიო. ამ ყველაფერს ვინმეს როგორ ვეტყვი, უბრალოდ დავშორდი, სიმართლეს ვერ ვეტყოდი. ასეთ ცოდვას როგორ ჩადიოდით, როგორ ყიდიდით ბავშვებს. მე ხვალიდან მონასტერში მივდივარ. ერთადერთ გზას მაგაში ვხედავ. არავის გისურვებთ ასეთ რაიმეს”.