თეა წულუკიანი: ,,ჩემნაირს რომ არ ეგონოს, კარგი კალათბურთელი გამოვა, ამ ლაბორატორიაში გენეტიკური ანალიზს და სხვა გამოკვლევებს ჩაიტარებენ”

თეა წულუკიანი: ,,ჩემნაირს რომ არ ეგონოს, კარგი კალათბურთელი გამოვა, ამ ლაბორატორიაში გენეტიკური ანალიზს და სხვა გამოკვლევებს ჩაიტარებენ",,10 წლის თავზე საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ლაბორატორია იმუშავებს, სადაც სპორტსმენები გენეტიკური ანალიზისა და სხვა ტიპის გამოკვლევებს ჩაიტარებენ, რაც მათ კარიერის სწორად დაგეგმვის საშუალებას მისცემს”, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უწყების განვითარების 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

-სამედიცინო ცენტრების ბაზაზე 10 წლის თავზე ფუნქციონირებს ის, რაც არ გვაქვს ქვეყანაში – ეს გახლავთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია, ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ე.წ. გენეტიკური ანალიზის, კუნთის ქსოვილის შესწავლა და სხვა ტიპის გამოკვლევების ჩატარება, რათა მათ სწორად დაგეგმონ თავიანთი სპორტული კარიერა და მაგალითისთვის, ჩემნაირ ადამიანს არ ეგონოს, რომ კარგი კალათბურთელი გამოვა, – განაცხადა მინისტრმა.