,,სად წახვედი, ბიჭო, მე რა ვქნა, ძალიან რომ მიყვარხარ” – ამერიკაში გია თევდორაშვილი გარდაიცვალა

,,სად წახვედი, ბიჭო, მე რა ვქნა, ძალიან რომ მიყვარხარ" - ამერიკაში გია თევდორაშვილი გარდაიცვალაამერიკაში მცხოვრები მზია წულუკიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს ფეისბუქჯგუფში ,,ემიგრანტული დღიურები ამერიკიდან”.
,,კიდევ ერთი ქართველი დავკარგეთ _  გია თევდორაშვილი. თელავზე უზომოდ შეყვარებული კაცი, კარგი მეუღლე და მამა, კარგი მეგობარი.. ეს კი მისი სიტყვებია:
,,გულო! უზომოდ გახელდი,
ვერ დაგაწყნარა ბრუკლინმა,
მომნატრებია თელავი,
დამტანჯა მისმა სურვილმა.”
ამჯერად სამუდამოდ უბრუნდება მის თელავს. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ დიდ ტკივილს”, _ დაწერა მზია წულუკიემ.
,,თევდორეეე, თევდორეე, სად წახვედი, ბიჭო, აღარც ჩარდახიანი დგანან ურმები, ართანაშიც აღარ მღერის დედას ლევანა და მე რა ვქნა, ძალიან რომ მიყვარხარ”, – წერს ბელა მეზვრიშვილი.