,,როცა ჩემი შვილი პირველად ვნახე, ექიმმა მითხრა, რომ სიმსივნე მქონდა” – ნინო ტაბატაძის საოცარი ამბავი
,,მე მას ვაჩუქე სიცოცხლე, მან კი – მე''

,,როცა ჩემი შვილი პირველად ვნახე, ექიმმა მითხრა, რომ სიმსივნე მქონდა" - ნინო ტაბატაძის საოცარი ამბავინინი ტაბატაძეს ცხოვრებაში უდიდესი ბედნიერება და დიდი განსაცდელი ერთდროულად დაატყდა თავს. მისი ამბავი ასეთია:

,,ამ დღეს, როცა ჩემი შვილი პირველად ვნახე, პალატაში შემოდის ექიმი და მეუბნება: ,,მოვიდა ბიოფსიის პასუხი, თქვენ გაქვთ ბოლო სტადიის სიმსივნე, არ ვიცი, რა გამოვა, მაგრამ მაინც ვცადოთ”.

მთელი სხეული გამეყინა, არ ვიცი, როგორ შევძელი გაღიმება და მე მას ვუპასუხე:  ,,არა უშავს”. და მართლაც, იმ დღის მერე არც ერთ საავადმყოფოში გატარებულ ღამეს! არც ერთ ქიმიის წვეთს! არც ერთ ჩამოვარდნილ თმის ღერს!
არც ტკივილლს! არც წამალს! და საერთოდ არაფერს ,,ა რ ა უ შ ა ვ ს”, იმიტომ, რომ მე ვარ დედა! და ჩემს შვილს ვერავინ და ვერაფერი დამაშორებს!

მერწმუნეთ, მე მახსოვს ყველა თქვენი სანუგეშო სიტყვა. უმეტესად იწყებოდა ასე: ,,ყველაფერი მალე დამთავრდება და შენ დაივიწყებ ცხოვრების ამ მონაკვეთს”, რაზეც მე ჯიუტად გპასუხობდით ..არა”-ს!
არა, არა და არა! არ მინდა ამ ყველაფრის დავიწყება, პირველ რიგში, იმიტომ, რომ არ მინდა, დავივიწყო თქვენი გვერდში დგომა. არ მინდა, დავივიწყო, რა გამოვიარე. მე რომ ეს ყველაფერი დავივიწყო, ვერ გავხდები კარგი.

უამრავ ადამიანთან ერთად მინდა, ხმამაღლა გითხრათ: კიბო არის დიაგნოზი და არა განაჩენი! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! მე გავიმარჯვე სიკვდილთან.
მადლობა უფალს და მადლობა ჩემს შვილს (ის ხომ იმიტომ ჩაისახა ჩემში, რომ მე ამ დაავადების შესახებ გამეგო. მე მას ვაჩუქე სიცოცხლე, მან კი – მე)! მადლობა თქვენ, მიყვარხართ, კეთილო ადამიანებო!
პ.ს. ის ექიმი, ვინც ეს მითხრა, დღეს ცოცხალი აღარ არის. ხოლო მე დღეს მოვრჩი თერაპიას! და ,,მე ვარ ჯანმრთელი”.

2018 წლის 13 ნოემბერი