ნინო მეტრეველი: ,,ჩემ წინ მიმავალ ქალს მამაკაცმა ფერადი სამოსის გამო აგინა”

ნინო მეტრეველი: ,,ჩემ წინ მიმავალ ქალს მამაკაცმა ფერადი სამოსის გამო აგინა"ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს, როგორ აგინა მამაკაცმა ქალს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ჩაცმულობა არ მოეწონა.
,,პლეხანოვზე ჩემ წინ მიდის ფერად სამოსში შილიფად ჩაცმული ქალი. მოპირდაპირე მხრიდან მოჩლახუნობს რაღაც გაურკვეველი არსება, რომელსაც სქესი მამრობითი ეწერება. ბრუნდება იმ ქალისკენ და უშვერად აგინებს სამოსის გამო… (მე მაშინვე ჩემს ფერად სათვალეს ვიხსნი და ვმალავ. არ შემიძლია ეგეთებთან არც საუბარი, არც ომი). ჰოდა, ვინც ამ ჩამპალ დაბოღმილებს, სიბნელეს გასაქანი მიეცით, ბნელ საკნებში ხართ დიდი ხნით გამოსამწყვდევები”, – დაწერა ნინო მეტრეველმა.