ნანა გეგეჭკორი: ,,ნარკანით გადარჩენილი ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ვერსია სამედიცინო აბსურდია”

ნანა გეგეჭკორი: ,,ნარკანით გადარჩენილი ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ვერსია სამედიცინო აბსურდია"ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას და შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებს ასე ეხმაურება:

,,და­ღუ­პუ­ლი ოპე­რა­ტო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის უშუ­ა­ლო მი­ზე­ზი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შეც­ვლის ფაქტს, რომ 5 ივ­ლისს სა­ხელ­მწი­ფომ და ეკ­ლე­სი­ამ ამ ბიჭ­ზე იძა­ლა­დეს. ცო­ცხა­ლიც რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ვე­რა­ვინ წაშ­ლის მის ჩამ­სხვრე­ულ თვალ­ბუ­დეს, ვე­რა­ვინ უარ­ყოფს, რომ ის იყო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. ლექ­სოს გარ­დაც­ვა­ლე­ბა მხო­ლოდ ამ­ძაფ­რებს ამ ტრა­გე­დი­ას.

ამ ის­ტო­რი­ა­ში ორი ამ­ბა­ვია მთა­ვა­რი; ის რომ ლექ­სო ცო­ცხა­ლი აღარ არის და ის რომ ჩვენ ვცხოვ­რობთ სა­ხელ­მწი­ფო­ში, სა­დაც არა­ვის სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა არაა და­ცუ­ლი, მათ შო­რის იმ მო­ნე­ბი­საც ვინც დღეს ჩვენ­ზე ძა­ლა­დო­ბენ, ბა­ტო­ნის სურ­ვი­ლის შე­სა­ბა­მი­სად. მა­თაც გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვთ პო­ლო­ნი­უ­მის ჩაი თუ ბა­ტო­ნის ნე­ბას გა­და­უხ­ვე­ვენ.

P.S. ნა­ხე­ვარ დღე­ში სამ­ჯერ ზე­დო­ზი­რე­ბის და სა­ი­დან­ღაც მო­პე­დით მორ­ბე­ნი­ლი ნარ­კა­ნით გა­დარ­ჩე­ნი­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ვერ­სია სა­მე­დი­ცი­ნო აბ­სურ­დია. სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის არმ­ქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვი­საც ად­ვი­ლად მი­სახ­ვედ­რი აბ­სურ­დია. დე­ტა­ლებ­ში ამ თე­მის გან­ხილ­ვა რომ არც ღირს, ისე­თი აბ­სურ­დუ­ლი ვერ­სი­აა სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით”, – წერს ნანა გე­გეჭ­კო­რი.