მიხეილ სააკაშვილი ბაია პატარაიას: ,,თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი, გააგრძელე რუსული კატლეტის ჭამა”

მიხეილ სააკაშვილი ბაია პატარაიას: ,,თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი, გააგრძელე რუსული კატლეტის ჭამა"საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკავილი უფლედამცველ ბაია პატარაიას სოციალური ქსელით მიმართავს:

,,ძვირფასო ბაია, თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი და მხოლოდ  სასოწარკვეთილთან გინდა ამ კერძის ულუფის მიღება, მგონი სჯობს, გააგრძელოთ რუსული, დიეტური კატლეტის ჭამა თავისი დამპალი კომბოსტოთი და კარგად გაითავისოთ ეს გემო.
არ ვაპირებ, ვინმეს დავამცირებინო ის მიღწევები, რომელიც ჰქონდა საქართველოს სახელმწიფოს, ჩემი პრეზიდენტობის დროს, რომელიც იყო უპრეცედენტო ჩვენს ისტორიაში და უზარმაზარ სივრცეზე, სადაც ცხოვრობს რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანი და ნამდვილად არ ვაპირებ second-hand choice ვიყო ვიღაცისთვის. Good luck!”.

მიხეილ სააკაშვილის ეს რეაქცია ბაია პატარაიას სტატუსს მოჰყვა, სადაც წერია:,, თუ არჩევანი მარტო ბიძინასა და მიშას შორის მაქვს, ისევ გაცხელებული ხინკალივით მეორედ ჩამოტარებულ მიშას ავირჩევ”.