მაია დარსმელიძე ჟურნალისტებს: ,,ნუ შემე@ით!”

მაია დარსმელიძე ჟურნალისტებს: ,,ნუ შემე@ით!"მომღერალი მაია დარსმელიძე სოციალური ქსელით ჟურნალისტებს მიმართავს:
,,ძვირფასო ჟურნალისტებო, აქ დავწერ და უკვე ალბათ მეათასედ გავიმეორებ, რომ, როგორც უკვე ცხრაასჯერ აგიხსენით, თან იმენნა მართლა სათითაოდ, სექტემბრამდე ეთერებში არ დავდივარ. არ დავდივარ, ბო დი ში… მარა არ დააავდიიივააარ. და ნუ შემე@ით, გემუდარებით.
ამათთან პარალელურ რეჟიმში შემ@ა ჩემმა ურუგვაელმა სტუმარმა, რომელსაც ყოველ 15 წუთში რაღაც ახალი აინტერესებს და ვინმემ შემიცოდოს იქნებ, გავგიჟდი”.
დარსმელიძის ამ პოსტის ქვეშ მუსიკოსი მაიკო კაჭკაჭიშვილი წერს:
,,მეც იგივეს გავუმეორებ შენი პოსტის ქვეშ. მეც არ დავდივარ არსად, ვამბობ თავაზიან უარს, მაგრამ პატივს არ სცემენ ჩემს უარს და მაინც მირეკავენ,
თან მხოლოდ იმ თემებზე, რაც მათ აწყობთ”.