ია ფარულავას ანალიზები ლაბორატორიაში აერიათ – ,,ის ქალი გაუშვეს სამსახურიდან”

ია ფარულავას ანალიზები ლაბორატორიაში აერიათ - ,,ის ქალი გაუშვეს სამსახურიდან"მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ია ფარულავამ რამდენიმე დღის წინ თავისი ანალიზების პასუხი გამოაქვეყნა, სადაც ანტუსხეულების რაოდენობა მიანიშნებდა, რომ კოვიდი ჰქონდა გადატანილი. დღეს კი დაწერა, რომ თურმე ლაბორატორიაში ანალიზის პასუხი შეცდომით მისცეს.

,,უკვე მომბერზდა წერა კოვიდი/აცრა/ტესტებზე. X ლაბორატორიამ აღიარა, რომ შეეშალა ჩემი ანალიზის პასუხი. ყველაფერი რიგზეა და ქალი გაუშვეს სამსახურიდან. პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ასე რომ, ნამდვილად არ მქონია კოვიდი”, – დაწერა ია ფარულავამ.