გიორგი კანდელაკი: ,,ხალხი ასაცრელად ერევანში დადის, რომ ,,ასტრაზენეკათი” აიცრან”

გიორგი კანდელაკი: ,,ხალხი ასაცრელად ერევანში დადის, რომ ,,ასტრაზენეკათი" აიცრან"გიორგი კანდელაკი სოცილურ ქსელში წერს, რომ საქართველოდან ერევანში მიდიან, რომ ,,ასტრაზენეკათი” გაიკეთონ აცრა.

,,ხალხი ერევანში დადის ,,ასტრაზენეკათი” ასაცრელად. პირდაპირ ქუჩაში შეიძლება აცრა. არც რეგისტრაცია უნდა და არც ასაკობრივი შეზღუდვაა. ბაზარი არეგულირებს, რა. მოკლედ,  იშოვება ეს ,,ასტრაზენეკა” და არ შემოაქვთ და ასაკს არ წევენ ჯიუტად. უამრავ სერიოზულ ქვეყანაში მილიონობით ადამიანი აიცრა ,,ასტრაზენეკათი” 45 წლის ქვემოთ. უბრალოდ ,,ატკატი” არ იშოვება ამ შემთხვევაში.

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ,,მოდერნა” და ,,ჯონსონი” გვთავაზობდნენ პრე-ორდერებს და ამათ ,,დააპაშოლეს”. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს გამოძიებული და ნამდვილად საციხო საქმეებია”.