,,ეს ფოტო ბევრს გექნებათ ნანახი, დაგულებული… სხვა ქვეყანაში ტელევარსკვლავი იქნებოდა, აქ კი ნაგავსაყრელზე დააგდეს” – ტასო ლოსაბერიძე

,,ეს ფოტო ბევრს გექნებათ ნანახი, დაგულებული... სხვა ქვეყანაში ტელევარსკვლავი იქნებოდა, აქ კი ნაგავსაყრელზე დააგდეს'' - ტასო ლოსაბერიძეცხოველთა დამცველი ტასო ლოსაბერიძე წერს, რომ ძაღლი, რომლის ფოტოსაც სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი აზიარებს, ბათუმის მერიამ ნაგავსაყრელზე მოისროლა. ტასო წერს:

,,ეს ფოტო ბევრს გექნებათ ნანახი, გაზიარებული და დაგულებული.
ეს ძაღლი რეალურია, საქართველოში, ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე ცხოვრობდა.
სხვა ქვეყანაში მარტო ამ ფოტოს გამო ახლა მინიმუმი ტელევარსკვლავი იქნებოდა და ოჯახში საკუთარი პატრონი ეყოლებოდა.

ჩვენს ქვეყანაში? ბათუმის ცენტრიდან წაიყვანეს და ნაგავსაყრელზე დააგდეს, სასიკვდილოდ გაწირეს… ეს ფოტო იტრიალებს ინტერნეტში სულ, როგორც ,,საყვარელი, საცოდავი ძაღლი”, ბევრი ლექსის და ნაწერის ფონად იქნება, მაგრამ მისთვის ვერავინ ვერაფერი გააკეთა, დაჩაგვრის გარდა, ნაგავსაყრელზე მოსროლის გარდა… გული მერევა იმ საზოგადოებაზე, რაშიც ცხოვრება მიწევს!
ბათუმის მერია/Batumi City Hall  – ნაბ@ო!”.