ეკა გაბაშვილი: ,,ჩემი შვილი ,,სინოფარმის” აცრის მერე დაინფიცირდა, მაგრამ მარტივად გადაიტანა და არც ოჯახის წევრებს გადაგვდებია, ვაქცინამ დაგვიცვა!”

ეკა გაბაშვილი: ,,ჩემი შვილი ,,სინოფარმის" აცრის მერე დაინფიცირდა, მაგრამ მარტივად გადაიტანა და არც ოჯახის წევრებს გადაგვდებია, ვაქცინამ დაგვიცვა!"ეკა გაბაშვილი ,,სინოფარმზე” მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს სოციალურ ქსელში:

,,ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ გაგიზიაროთ. დაიდო ,,სინოფარმის” დელტა შტამთან ეფექტურობის დამადასტურებელი სტატიები, რაც პირადი ამ დღეების გამოცდილებით მინდა, დავადასტურო. ჩემ შვილს, რომელიც ,,სინოფარმის” ორივე აცრით არის და გასულია ერთი თვე, 12 დღის წინ დაუდგინდა კოვიდი, სავარაუდოდ, დელტა შტამი.

სანამ სიმპტომი გამოვლინდებოდა ოჯახის ექვს წევრთან ერთად ვისვენებდით ზღვაზე, სამ ჩვენგანს ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა მასთან, მათ შორის 4 წლის ძმის შვილს. ვცხოვრობდით ერსა და იმავე ოთახში.

პისიარტესტით დადგინდა, რომ ძალიან დიდი რაოდენობით იყო კონცეტრაცია ვირუსის, რაც გავრცელების მხრივ ძალიან საშიში უნდა ყოფილიყო.

ოჯახის წევრებიდან არც ერთს დაგვიდასტურდა ვირუსი, ანუ არც ერთს არ გადაგვედო და თავად ინფიცირებულმა, რომელსაც ვირუსის რაოდენობიდან გამომდინარე ცუდად უნდა ყოფილიყო, მარტივად გადაიტანა.

ოჯახში ყველა ვართ აცრილები, გარდა 4 წლის ოჯახის წევრისა. „სინოფარმის“ ვაქცინამ გარდა იმისა, რომ თვითონ ინფიცირებული დაიცვა მძიმე ფორმისგან, ვირუსის გადადების პროცესიც თავიდანვე თითქმის არ იყო.

განსაკუთრებით აუცრელ პატარაზე ვნერვიულობდით. ყველა აცრამ იმუშავა სასწაულად. უფროსები „ფაიზერით“ და „ასტრა ზენეკათი“ ვართ აცრილები, ახალგაზრდა თაობა _ „სინოფარმით“ და „სინოვაკით“.