,,ამდენი ხალხი ხართ, როგორ ვერ მშველითო, ძალიან ცუდად გავხდი” – ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი

,,ამდენი ხალხი ხართ, როგორ ვერ მშველითო, ძალიან ცუდად გავხდი'' - ჟურნალისტი რომან ქევხიშვილიჟურნალისტი რომან ქევხიშვილი გარდაცვლილ მეგობარზე, მარინა კირვალაძეზე და იმ ჯოჯოხეთზე წერს, რომელიც მან გამოიარა:

,,2 მაისს კოვიდი რომ დაუდასტურდა, მაშინ დაიწყო და 48 დღე გაგრძელდა ჯოჯოხეთი… თავდაპირველად ,,მესინჯერში” ვლაპარაკობდით, მერე როცა სუნთქვა გაუჭირდა, გამუდმებით ვწერდით ერთმანეთს, ვიდრე აპარატზე გადაიყვანეს. ბოლოს მომწერა: ამდენი ხალხი ხართ, როგორ ვერ მშველითო.

ძალიან ცუდად გავხდი, ადამიანი შველას ითხოვდა და ვერ ვუშველეთ – უძლური ვიყავით ყველა გარდაუვალი მარცხის წინაშე… დღეში ერთხელ მქონდა ექიმთან კომუნიკაციის საშუალება, ხანდახან ორჯერ ვრეკავდი…

20 ივნისს, როდესაც რეანიმაციიდან 48 დღიანი კოშმარის დასასრულის სათქმელად დამირეკეს, მას შემდეგ რეალობას გავურბივარ… როცა თბილისში ვარ, აკურაში მგონიხარ – აკურაში ვარ და თბილისში… არადა არსადაც აღარ ხარ… თუმცა მაინც ყველგან ხარ – ამ 40 დღეში, არაფერი ყოფილა უშენოდ მარინე…
დაბოლოს, ჩვენი ათეულობით ფოტოდან, ყველაზე მეტად ეს მიყვარს – ყველაზე კარგად გამოხატავს ჩვენ ურთიერთობას, ნდობას, სიყვარულს, მეგობრობას”.