,,28 წლის ორსულს გული გაუჩერდა, ბოლოს 22 წლის გოგო გარდაიცვალა გულის გაჩერებით” – გიორგი ვარსიმაშვილი

,,28 წლის ორსულს გული გაუჩერდა, ბოლოს 22 წლის გოგო გარდაიცვალა გულის გაჩერებით" - გიორგი ვარსიმაშვილირე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი ვარ­სი­მაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც კოვიდით დაინფიცირდა, წერს, რომ ,,ფაიზერით” ერთმა აცრამ ვირუსის გადატანა გაუმარტივა.

,,გა­მომ­წე­რეს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან და სახ­ლში ვაგ­რძე­ლებ მკურ­ნა­ლო­ბას, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია, ვირუ­სი ფაქ­ტობრივად გამ­ქრა­ლია… ,,ფა­ი­ზე­რის” ერ­თმა დო­ზამ თა­ვი­სი საქ­მე გა­ა­კე­თა და ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ფაზა მარ­ტი­ვად გა­და­მა­ტა­ნი­ნა. ჩვენს სარ­თულ­ზე აც­რი­ლე­ბი იყ­ვნენ და მა­თაც მარ­ტი­ვად გა­და­აქვთ.

სამ­წუ­ხა­როდ, ზედა სარ­თულ­ზებ­ზე სულ სხვა მდგო­მა­რე­ო­ბაა. არ არის საკ­მა­რი­სი სა­წო­ლი. მე­გო­ბა­რი 24 სა­ა­თი ელო­დე­ბო­და, რომ პა­ლა­ტა­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ. ჩემი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყოფ­ნი­სას სამი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა: 30 წლის ორ­სუ­ლი გუ­ლის გა­ჩე­რე­ბით, 28 წლის ბიჭი ტვი­ნის და­ა­ვა­დე­ბით და ბო­ლოს 22 წლის გო­გოს გა­უ­ჩერ­და გული. სამი დღე პა­ნაშ­ვი­დე­ბი, ტი­რი­ლი და მან­ქა­ნე­ბის მტვრე­ვა ჩან­და ჩემი ფან­ჯრი­დან.

მოკ­ლედ ყვე­ლამ აი­ცე­რით, პირ­ბა­დე ატა­რეთ, დის­ტან­ცია და­ი­ცა­ვით და თავ­ყრი­ლო­ბებს მო­ე­რი­დეთ. მხო­ლოდ აცრა არ შვე­ლის, ყვე­ლა წესი უნდა და­ვიც­ვათ. ეს სუ­რა­თი პირ­ველ დღე­საა გა­და­ღე­ბუ­ლი, ვი­საც პირ­ბა­დე­ში გცხე­ლათ, და­მი­ჯე­რეთ, ჟანგბა­დის ნი­ღა­ბი უა­რე­სია” – წერს ვარ­სი­მაშ­ვი­ლი.