,,წავიდეთ, ვუშველოთ პატარებს! ღამე როგორ გვძინავს?! როგორ?!” – ირინა სარიშვილი

,,წავიდეთ, ვუშველოთ პატარებს! ღამე როგორ გვძინავს?! როგორ?!'' - ირინა სარიშვილიდიდი ხანია, რა ომბუდსმენი ნინოწმინდის ბავშვთა პანისონატში მისი წარმომადგენლის შესვლას ითხოვს, მაგრამ ამაოდ. ამის შესახებ ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,ყოველი წუთი, საათი, დღე საბედისწეროა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის პატარა, მიუსაფარი ბინადრებისათვის! რას ველოდებით?! რა პარლამენტში შესვლა–არშესვლა, რა ჰესი, რა ეკოლოგია?! საერთოდ რამე რად გვინდა ან ვინ ვართ ჩვენ, როცა ჩვენ თვალწინ, ყველამ რომ ყველაფერი იცის, ისე, ყველასგან მიტოვებულ პატარებზე ძალადობენ, ამდენი სასამართლო პროცესია ჩატარებული, ამდენი ძიება მიდის და იქ, ამ ღვთისგან მიტოვებულ ბავშვთა სახლში კარებს არ აღებენ წვეროსანი ბანდიტები, ამას ბედავენ და ამას ვითმენთ!
შევიკრიბოთ ყველა ერთად, ჩავიდეთ და აბა, ვინ დაგვიდგება წინ და ვინ გაბედავს კარის ჩარაზვას!
დავთქვათ დღე, საათი, შეკრების ადგილი და წავიდეთ, ვუშველოთ პატარებს!
ღამე როგორ გვძინავს?! როგორ?!