შალვა ნათელაშვილი: ,,ლეიბორისტების რეპრესიებში მთელი პასუხისმგებლობა კელი დეგნანს ეკისრება!”

შალვა ნათელაშვილი: ,,ლეიბორისტების რეპრესიებში მთელი პასუხისმგებლობა კელი დეგნანს ეკისრება!",,ხელისუფლებამ დაუმორჩილებელი ლეიბორისტული პარტიის აკრძალვა გადაწყვიტa”, წერია ლეიბორისტული პარტიის განცხადებაში. შალვა ნათელაშვილი მთელ პასუხისმგებლობას კელი დეგნანს აკისრებს.
,,ვენეციის კომისიის და მიშელის დოკუმენტით მკაცრად აკრძალული კანონპროექტი პარლამენტში შეუსვლელობის შემთხვევაში პარტიებისთვის დაფინანსების და სხვა პრივილეგიების შეწყვეტის შესახებ, ხელისუფლებამ კვლავ გააცოცხლა, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ, რადგან სხვა პარტიებს კუთვნილი მანდატები ფაქტობრივად ათვისებული აქვთ”, – წერია განცხადებაში.
შალვა ნათელაშვილი:
_ ადგილი აქვს მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, პოლიტიკური პარტიის უპრეცედენტო დევნა-რეპრესიებს. მას შემდეგ, რაც რეჟიმმა ვერ გატეხა ლეიბორისტული პარტია, ვერ გვაღიარებინა დანაშაულებრივი პარლამენტი, ვერ შეგვიყანა შიგ, წუხელ, ივანიშვილის დავალებით, მეორე მოსმენით კენჭი უყარეს კანონპროექტს ფაქტობრივად ლეიბორისტული პარტიის აკრძალვის შესახებ, რომლის თანახმადაც, ამ სამარცხვინო ორგანოში შეუსვლელობის შემთხვევაში  ჩამოგვერთმევა პოლიტიკური პარტიისთვის განკუთვნილი ყველა ის საკანონმდებლო პრივილეგია, რის გარეშეც პოლიტიკური ორგანიზაციის საქმიანობა შეუძლებელია: კომისიის წევრები, წარმომადგენლები, სარეკლამო დრო ტელევიზიებში, ის მათხოვრული, მცირე დაფინანსება, რომელიც რუსმა ოლიგარქმა დაგვიტოვა და სხვა.
შექმნილ ვითარებაში მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ ტრამპის მიერ დანიშნულ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს, რომელიც გადაიქცა რუსი ოლიგარქის დავალებათა შემსრულებლად  პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლისთვის, რათა ისინი აიძულოს, შევიდნენ პარლამენტში და ამით გადაარჩინონ პროპუტინისტური რეჟიმი. კეთილი ინებოს ამ ქალბატონმა და როგორც პარტიები აიძულა, შესულიყვნენ ამ დანაშაულებრივ პარლამენტში, ასევე აიძულოს თავისი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი სანქციების მუქარით, რომ შუბლზე მიიწებოს კანონპროექტი. სხვა შემთხვევაში მთელ მსოფლიოს ფეხზე დავაყენებთ. ჩვენ არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, მის გათეთრებას, გალეგიტიმურებას, ყველა რომ დაგვიჭირონ, იმ შემთხვევაშიც კი. ამიტომ ამის გაკეთებას აზრი არ აქვს, თვითონ გახდებიან ამ პროვოკაციების მსხვერპლნი.