ნინო ჯანგირაშვილი: ,,დამარტყამთ, დაგარტყამთ! წერტილი!”

ნინო ჯანგირაშვილი: ,,დამარტყამთ, დაგარტყამთ! წერტილი!''ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი პრაიდის შესახებ ხელისუფლებას აფრთხილებს:

,,ცოტა არ იყოს, რთული ცხოვრება მქონდა და მაქვს, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ არ ვარ და არც არასოდეს ვიქნები იქ და იმ მდგომარეობაში, სადაც კითხვაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა პრაიდი და უნდა დავიცვათ თუ არა უმცირესობების უფლებები, მომიწევს შევიშმუშნო და ვიბოდიალო – ,,იცით რა… კი, მაგრამ… უფლებები უნდა დავიცვათ, მაგრამ….” და მსგავსი ნაგავი.

მოკლედ, გავდივარ სოლიდარობისთვის ღირსების მარშზე. ყველა ადამიანი თანასწორია და თანასწორობა ნიშნავს არა მხოლოდ ,,ეგდე შენთვის და არ გცემ“–ის უფლებას, არამედ ბედნიერების, თავისუფლად სუნთქვის, თვითრეალიზაციის, წარმატების უფლებას. ვიღაცები კუნთებზე იყურებიანო და იმუქრებიანო, ჰოდა, ძვირფასო სახელმწიფოვ, თუ ჩემამდე მოუშვებ ველურებს და ვინმე შემეხება ფიზიკურად, თავს დავიცავ ყველანაირი გზით. დამარტყამთ, დაგარტყამთ! წერტილი!