ლუბა ელიაშვილი: ,,ჩემთვის სიკვდილი გახდა ადვილი, ხოლო სიცოცხლე ძნელი”

ლუბა ელიაშვილი: ,,ჩემთვის სიკვდილი გახდა ადვილი, ხოლო სიცოცხლე ძნელი''ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი სოციალურ ქსელში პესიმისტურ ლექსს აქვეყნებს:
,,ჩემს ექიმებს და ახლობლებს
ასე დაგემშვიდობებით,
რომ არაფერი იდარდოთ
ვიდრე გამიშრა ყელი და
ვეღარ ამოვთქვი სათქმელი
უცებ მოვასწრებ, გეტყვით:
ამ ქვეყნად ყველა სიკეთე,
გულით მემეტება თქვენთვის.
ისიც მინდა, იცოდეთ, რომ
ეს სიტყვებია ნამდვილი
სიკვდილი, თუ დამიჯერებთ,
აღმოჩნდა ჩემთვის ადვილი.
სიკვდილი არის ადვილი,
ხოლო სიცოცხლე ძნელი.
აქეთ დარჩენა არ მინდა,
იქეთ გაქცევას ველი,
სიკვდილის მჯერა ადვილის
მტანჯავს სიცოცხლე ძნელი.
ხელში აყვანილს წამიყვანს,
მართლაც კეთილი მხსნელი
ჩემი სიკვდილი ადვილი,
თუმცარ მთმობს
სიცოცხლე ძნელი.
შვიდი წლის
წინათ დავკარგე
ჩემი ლამაზი სიკვდილი
და მასე ფიქრიღა
მშველის და სხვა გზაზე
მიწევს სირბილი
ამ წრიდან გამოსასვლელად,
ვერც ფეხი გავატოკე და
ვერც გამოვიღე ხელი.
ვინც სიკვდილს გადამარჩინა,
ვიცი, რომ ყველას გიყვარვათ,
არავინ ხართ ჩემი მტერი.
გთხოვთ, იქნებ გამომიგონოთ
წამალი შესაფერი ან
სტრიქონი მისამღერი,
სხვა არაფერი არ მინდა,
მხოლოდ ამასაღა ვმღერი:
ის მაინც გამაგებინა,
მეოცე მოვიტოვე და
უახლეს საუკუნეში
სხვა რა სიმწარე მელის
რად გამიბეზრდა.
სიცოცხლე, ან
ჩემი მოსვენებისა
როგორ არ დადგა ჯერი
ახალი გამოგონების,
ამსენის მოსარენად ან
ტკივილის გასააყუჩებლად
რამე ეფექტურ წამლის
ან თუნდაც შხამი გველის,
რომ გაიმეტოთ და მომცეთ,
რამ შეგიშალათ ხელი?
თავს ისე თუ ვგრძნობ,
რომ ჩემთვის
სიკვდილი
გახდა ადვილი,
ხოლო სიცოცხლე ძნელი?!”