გრიშა ონიანი: ,,სტალინი უნდა დავმარხოთ გორის თავზე და წმინდა მთა შევქმნათ”

გრიშა ონიანი: ,,სტალინი უნდა დავმარხოთ გორის თავზე და წმინდა მთა შევქმნათ''გრიშა ონიანი გორის მერობისთვის იბრძოლებს და გორელებს პირდება, რომ გამარჯვების შემთხვევაში სტალინს მის მშობლიურ ქალაქში გადმოასვენებს.

– გორი იქცევა მექად. ადამიანობის და თანასწორუფლებიანობის, ვაჟკაცობის და გადარჩენის მექა იქნება და მარტო სტალინი ეყოფა გორს. გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის წინ უნდა აღიმართოს სტალინური მაღლივი. სტალინი უნდა გადმოვასვენოთ და დავმარხოთ გორის ციხის თავზე და შევქმნათ წმინდა მთა. კეკეც უნდა გადმოვასვენო აქ და იქ ვისაც უნდა ჩაწვეს და ჩაძვრეს. აქვე წამოვა საქართველოს გამაერთიანებლის, დიდი დავით აღმაშენებლის ნეშთი და დაიმარხება გორის ციხეზე,- აცხადებს ონიანი.