მსახიობი ბესო ზანგური უსახლკაროდ დარჩა, ამის შესახებ ის თავად წერს სოციალურ ქსელში:
,,„თავს ვთვლი ვალდებულად, რომ ჩაგაყენოთ საქმის კურსში, ვინაიდან ბევრი დახმარება და გვერდზე დგომა დამანახეთ, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. დღეს დასრულდა და აღსრულდა სამართალი, ისევე, როგორც ბევრს დაემართა ამ ქვეყანაში.
დიახ, მეგობრებო, დავკარგე ყველაფერი. მიუხედავად ყველაფრისა და არ მაქვს ბევრი ახსნის თავი და ნერვები და გთხოვთ, ნურც კომენტარში დამისვამთ კითხვებს, დღეს დავრჩი აბსოლუტურად და, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, უსახლკაროდ! გპირდებით ყველაფერი კარგად იქნება, რა იმედით გპირდებით, არ ვიცი, მაგრამ გპირდებით!“.

