თამუნა მუსერიძე: “მოგმართავთ ყველას, ვინც მატყუარას და ინტრიგანს მიწოდებს…”

თამუნა მუსერიძე: "მოგმართავთ ყველას, ვინც მატყუარას და ინტრიგანს მიწოდებს..."თამუნა მუსერიძემ ფეისბუქში დაწერა:

“მოგმართავთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც მე მატყუარას , შემოგზავნილს და ინტრიგანს მიწოდებს, რომელიც ამბობს, რომ მე ეს ხალხი “გადავრიე”. რომ მე “ვაგიჟებ” დედებს და სინამდვილეში საქართველოში ბავშვების მოპარვა არ ხდებოდა.

დაწერეთ საჯარო განცხადება, წამოდით ნებისმიერ ტელევიზიაში დებატებზე, შემხვდით პირისპირ, ჩავრთოთ ლაივი და ისე ვისაუბროთ !!!!!!! დაასაბუთეთ, რომ ბავშვები მართლა გარდაიცვალნენ და რომ სამშობიარომ ისინი დაკრძალა !!!! მაჩვენეთ სად არის სასაფლაო!!! გამოდით, მიჩივლეთ ცრუ ბრალდებისთვის, ცილისწამებისთვის, ხმა ამოიღეთ !!!! მე მზად ვარ !!!”