სანდრა რულოვსი მაია ასათიანზე: ,,ამ წუთას ცრემლიანი თვალებით დავამთავრე უმაგრესი ქალის წიგნი”

სანდრა რულოვსი მაია ასათიანზე: ,,ამ წუთას ცრემლიანი თვალებით დავამთავრე უმაგრესი ქალის წიგნი"საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი მაია ასათიანის წიგნზე სოციალურ ქსელში წერს:

,,ამ წუთას ცრემლიანი თვალებით დავამთავრე მაია ასათიანის წიგნი: უძლიერესი ქალის უმაგრესი ავტობიოგრაფიული წიგნი: ყდაზე ტყუილად არ დაიბეჭდა მისი სახელი და გვარი ოქროსფერ ასოებში”.

მაია ასათიანის წიგნი ,,სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში” რამდენიმე თვის წინ გამოვიდა და ბესტსელერად იქცა.