,,მოგწონდათ მაშინ ტყვიების სროლა… თქვენზე ბევრი რამ ვიცი, გამოცდას ნუ მომიწყობთ” – ვახო ხუზმიაშვილის და გიორგი ბარამიძის დაპირისპირება

,,მოგწონდათ მაშინ ტყვიების სროლა... თქვენზე ბევრი რამ ვიცი, გამოცდას ნუ მომიწყობთ" - ვახო ხუზმიაშვილის და გიორგი ბარამიძის დაპირისპირებააჭარის საზოგადოებრივი არხის გადაცემა ,,თავისუფალი სივრცის” წამყვანი, ვახო ხუზმიაშვილი და ნაცმოძრაობის ლიდერი, გიორგი ბარამიძე პირდაპირ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათ შორის დიალოგი მას შემდეგ გამწვავდა, რაც გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტს შენიშვნა მისცა, რომ მასთან სასაუბროდ სათანადოდ არ მოემზადა.

ვახო ხუზმიაშვილი: ბატონო გიორგი, თქვენ ალბათ კლასი დაგივარდათ, ადრე ასეთ რაღაცებს არ შვებოდით ეთერში. მე შემიძლია თქვენი ბიოგრაფია თავიდან ბოლომდე მოგიყვეთ, იქაც ვიყავი, გლდანის ეკლესიაში რომ იყავით შეჭრილები, მაშინაც ვიყავი, ტელეკომპანია ,,იბერიაში” რომ შემოვარდით და რა განცხადებებიც კეთდებოდა. ძალიან ბევრი რამე ვიცი თქვენზე და მოდით, გამოცდას ნუ მომიწყობთ ეთერში.

გიორგი ბარამიძე: უვიცობა და მკრეხებელობაა, როცა მწვალებელთა ბუნაგს ეკლესიას უწოდებს ვინმე…

ვახო ხუზმიაშვილი: რაც გინდა იყოს, არავის აქვს იმ მეთოდებით შეჭრის უფლება. ვერაფრით გაამართლებთ იმას, როგორც შემოვარდით ,,იბერიაში”, ჟურნალისტი ვიყავი მაშინ, მახსოვს თქვენი განცხადებები, მოგწონდათ მაშინ ტყვიების სროლა ჰაერში… მთელი გადაცემის განმავლობაში ცდილობდით ჩემზე თავდასხმას და მიიღეთ ჩემგან პასუხები. სიტყვები შეარჩიეთ… სვანეთის მოვლენებზე რას იტყვით?!.. კარგად ბრძანდებოდეთ!