მანანა ფრუიძე სოციალურ ქსელში თავისი დაბადების და გაშვილების ამბავზე წერს:
,,100% -ით დავადგინე, რომ დაბადების მოწმობაში ვეწერე, როგორც ნანა ცაგარეიშვილი _ ,,1960 წელი, სექტემბერი, ქ. ქუთაისის სამშობიარო. წონა 1კგ 600 გრ”. გაშვილება დაბადებიდან მეხუთე დღეს. გამაშვილეს სოფელ ალპანაში, ფრუიძეების ოჯახში… სავარაუდოდ ვარ ტყუპისცალი (წონიდან გამომდინარე), ან შვიდთვიანი. მეზობლის ნათქვამით, ვიყავი მეექვსე გოგო და მამამ არ წააყვანინა დედას ჩემი თავი. სახლში კიდევ ერთის თქმით, ბიოლოგიური დედა ახალგაზრდა შეაცდინეს და დამტოვა სამშობიაროში. კიდევ სხვისი თქმით, დედა მშობიარობას გადაჰყვა და ოჯახმა დამტოვა… რადგან სახელი უკვე დარქმეული მქონდა, ესე იგი დედამ იცოდა, რომ ცოცხალი ვიყავი… და კიდევ ერთი რამ: ყველაზე დიდი და გაუგონარი საშინელება ისაა, ვინ ძმის ცოლია და ვინ დეიდაშვილ-მამიდაშვილის ქმარი, რომ ვერ გაიგებ. ღვთისმშობლის წილი ქვეყანა გამოვდივართ, თუ ეშმაკის წილი?! საშინელი სისხლის აღრევით გვიცხოვრია ამდენი წელი, ამ ერთ მუჭა ხალხს! შიში და განრისხება არ მანებებს თავს! მუხლზე დაჩოქილი უნდა სთხოვდეს საქართველოს მოსახლეობა უფალს, რომ ეპატიოს ეს უპატიებელი ცოდვა _ სისხლის აღრევა!”.

