ლევან ვასაძე: ,,საქართველო ქრისტიანულმა რუსეთმა გადაარჩინა”

ლევან ვასაძე: ,,საქართველო ქრისტიანულმა რუსეთმა გადაარჩინა"ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ვა­სა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ,,ქრის­ტი­ა­ნულ­მა რუ­სეთ­მა გა­და­არ­ჩი­ნა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“. ამის შე­სა­ხებ ორ­გა­ნი­ზა­ცია ,,ერ­თო­ბა, რა­ო­ბა, იმე­დის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ,,ღა­მის კუ­რი­ე­რის“ ეთერ­ში ისა­უბ­რა.

-არ იყო ეგრე? არ გა­და­არ­ჩი­ნა ქრსტი­ა­ნულ­მა რუ­სეთ­მა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო გე­ნო­ცი­დი­სა­გან და გა­ნად­გუ­რე­ბი­სა­გან? თუ გნე­ბავთ, ერეკ­ლეს შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში… მე ვარ ან­ტი­ლი­ბე­რა­ლი და ან­ტიგ­ლო­ბა­ლის­ტი. ამე­რი­კულ სა­ხელ­მწი­ფოს არ გა­აჩ­ნია სხვა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა გარ­და ლი­ბა­რა­ლურ გლო­ბა­ლის­ტუ­რი პო­ლი­ტი­კი­სა. ჩვენ ვართ რა ამ კლან­ჭებ­ში, ამ კლან­ჭებს არ აწყობს, ჩვენ გვქონ­დეს რა­ი­მე შან­სი რუ­სეთ­თან დი­ა­ლო­გი­სა…

მე მო­გიყ­ვანთ ჩემი ცხოვ­რე­ბი­დან ერთ-ერთ უახ­ლეს მა­გა­ლითს. ვსა­დი­ლობ­დი ერთ-ერთ წამ­ყვან ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­თან, ანა­ლი­ტი­კოს­თან, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში. მე ერთ-ერთი კაცი ვარ იმ 700 000 ქარ­თვე­ლი­დან, ვინც მოძ­რა­ობს რუ­სეთ­ში და სა­უბ­რობს რუ­სებ­თან – დაგ­ვიბ­რუ­ნეთ აფხა­ზე­თი და ცხინ­ვა­ლი და ამის სა­ნაც­ვლოდ, ვი­ყოთ მე­გობ­რე­ბი.

ეს კაცი მე მე­უბ­ნე­ბა – სი­მარ­თლეს ამ­ბობს თუ არა, ამას არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მე მაქვს მი­ზე­ზე­ბი, მი­მაჩ­ნდეს, რომ ეს კაცი სი­მარ­თლეს მე­უბ­ნე­ბა – ჩვენ ვლა­პა­რა­კობ­დით, რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს, რომ რა­მე­ნა­ი­რად და­ი­წყოს დათ­ბო­ბა ქარ­თულ-რუ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ დო­ნე­ზე მა­ინც. მა­გა­ლი­თად, გა­უქ­მდეს ვი­ზე­ბი და ეს კაცი მე­უბ­ნე­ბა – იმ დღე­ებ­ში, რო­დე­საც გამ­ზა­დე­ბუ­ლი იყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ ვი­ზე­ბის გა­უქ­მე­ბი­სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს უნდა გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ, გა­მო­ვი­და თქვე­ნი ე.წ. ერთ-ერთ ჟურ­ნა­ლის­ტი და დედა აგი­ნა მას პირ­და­პირ ეთერ­ში და,, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­უქ­მდა, – ამ­ბობს ლე­ვან ვა­სა­ძე.

ამბები.ჯი