,,ჩინურ ვაქცინას რატომ უკეთებთ რეკლამას?! ხალხს თვალებში ვეღარ ჩახედავთ, როცა სიმართლე გაირკვევა” – რომელ ვაქცინაზე გააკეთა არჩევანი გიორგი ფხაკაძემ

,,ჩინურ ვაქცინას რატომ უკეთებთ რეკლამას?! ხალხს თვალებში ვეღარ ჩახედავთ, როცა სიმართლე გაირკვევა" - რომელ ვაქცინაზე გააკეთა არჩევანი გიორგი ფხაკაძემექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ არჩევანი ,,ფაიზერის” ვაქცინაზე შეაჩერა და აცრას ივნისში აპირებს. ამის შესახებ მან მორიგ ფეისბუქლაივში ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ჩინურ ვაქცინაზე, რომლითაც საქართველოში დღეიდან დაიწყო ვაქცინაცია.

– ვინაიდან „მოდერნასთან“ დაკავშირებით კიდევ არის პასუხგაუცემელი კითხვები, ავირჩიე „ფაიზერით“ აცრა. ყველაზე მეტი ინფორმაცია და კვლევა გვაქვს ,,ფაიზერზე”. ჩვენი ზოგიერთი ექსპერტი რეკლამას უკეთებს ჩინურ ვაქცინას, რატომ აკეთებთ ამას?! ხომ გავა დრო, გამოჩნდება სიმართლე და ხალხს თვალებში ვეღარ შეხედავთ. იკვე საუბარია, რომ ,,ფაიზერით” ვაქცინაცია 12 წლის ასაკიდან იქნება დაშვებული. ეს არის ერთ-ერთი მზიეზი, რატომაც ავირჩიე „ფაიზერი“, რადგან ეს უსაფრთხოების მაღალი გარანტიაა.

მინდა, გამოვეხმაურო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვითომდა მაგიურ წამალზე ატეხილ აჟიოტაჟსაც. მესამე სტადიის კვლევები დადონ და შემდეგ ვილაპარაკოთ. მაგიური მედიკამენტი არ გვექნება. იქნება რამდენიმე წამალი, ზოგი მეტად კარგი, ზოგი _ ნაკლებად, მაგრამ ის, რომ დავლევ და კოვიდი არ დამემართება, ეს არის ზღაპარი.

სექტემბერამდე ამერიკა და ევროპა თავიანთ ქვეყნებში პანდემიას რქებს მოუგრეხენ ამის შემდეგ ევროპა ალბათ  მიხედავს ახლო აღმოსავლეთს, მათ შორის _ საქართველოსაც.

საქართველოში ვაქცინაცია პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. ის რამდენიმე ათასი დოზა არაფერს ნიშნავს.

ვაფრთხილებდი, „ასტრაზენეკას“ პარტია ორ ნაწილად გაეყოთ, იმიტომ, რომ შეიძლება. მეორე დოზისთვის ვეღარ ჩამოეტანათ. ასეც მოხდა. მეორე პარტია ინდოეთიდან უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ახლა თვითონ სჭირდებათ და ვერ მოგვცემენ. ნულია შანსი, რომ ,,ასტრაზენეკას” მეორე დოზა თავის დროზე ჩამოვიდეს საქართველოში.