თინა ხიდაშელი კორონავირუსით გამიწვეულ გართულებებს ისევ ებრძვის. როგორც წერს, ისევ საავადმყოფოშია, რადგან სახლში მისი მდგომარეობა გაუარესდა.
,,ვწევარ საავადმყოფოში პულტით ხელში. დიდი ხნის შემდეგ პირველად საინფორმაციოების ყურება გადავწყვიტე და ვფიქრობ გაოგნებული – როგორ ვცხოვრობდით გადახვევის ფუნქციის ან უცხოური არხების გარეშე.
P.S. საავადმყოფოში მომიწია დაბრუნება ვინაიდან მდგომარეობა სახლში ყოფნის დროს გაუარესდა, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ორივე ჯერზე საიმედო ხალხის ხელში დროულად აღმოვჩნდი, ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ ძალიან გაიწელა ეს ყველაფერი”, – წერს ხიდაშელი.

