ნიკა გვარამია: ,,უფალო, არასდროს მათქმევინო სალომე ზურაბიშვილისთვის _ ,,მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო”

ნიკა გვარამია: ,,უფალო, არასდროს მათქმევინო სალომე ზურაბიშვილისთვის _ ,,მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო"პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ წინადადებაზე ხელის მოწერისას რესპუბლიკელმა ხათუნა სამნიძემ სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა. მის ამ ჟესტს ,,მთავარის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ასე გამოეხმაურა:

,,უფალო, არასდროს არ მათქმევინო სალომე ზურაბიშვილისთვის _ ,,მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო”. რაგინდარა მოხდეს, რაგინდარა მიზეზი იყოს, რაგინდარა ვკვდებოდე _  მაინც დამიფარე ამისგან”.