ნათია თურნავა: ,,ინვესტორმა თითო ოჯახს 125 000 ლარი გადაუხადა, 34 მილიონი 270 ადგილობრივ ოჯახს”

ნათია თურნავა: ,,ინვესტორმა თითო ოჯახს 125 000 ლარი გადაუხადა, 34 მილიონი 270 ადგილობრივ ოჯახს'',,ნამახვანი არაა თურქული ან ნორვეგიული პროექტი, ეს ჩვენი, ქართული ჰიდროელექტროსადგურია”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ინვესტორმა უკვე გადაუხადა 34 მილიონი ლარი 270 ადგილობრივ ოჯახს, თითო ოჯახს საშუალოდ 125 000 ლარი შეხვდა.

„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მიწა კომპანიისთვის უფასოა. ეს არასწორია. კი, სახელმწიფო შედის ამ მიწით, რადგან ეს არის კერძო საჯარო თანამშრომლობის პროექტი. ინვესტორს მოაქვს საკუთარი რესურსები – 830 მილიონი დოლარი, ხოლო სახელმწიფო მიწით შედის ამ პროექტში, მაგრამ ინვესტორისთვის ეს არაა უფასო.

ინვესტორმა უკვე გადაუხადა 34 მილიონი ლარი 270 ადგილობრივ ოჯახს, თითო ოჯახს საშუალოდ 125 000 ლარი შეხვდა იმ მიწის სანაცვლოდ, რომელიც იურიდიულად სახელმწიფოს ეკუთვნოდა, მაგრამ ვინაიდან ეს ოჯახები იქ სახლობდნენ და საქმიანობდნენ, სახელმწიფომ მოითხოვა ამ კომპენსაციების გაცემა.

ვერ დამისახელებთ ვერც ერთ კერძო საინვესტიციო პროექტს, რომელშიც ინვესტორი არ ფლობს მართლზომიერად იმ მიწას, რომელზეც რამეს აშენებს. მაგალითად, სხვის მიწაზე სახლს ხომ ვერ ააშენებთ? ვიღაცები ამბობენ, რომ ამ მიწაზე თურქები უნდა ჩამოასახლონ. ეს არის გაკონტროლებული, მიზნობრივად გადაცემული მიწის რესურსი, რომელზეც ინვესტორს უფლება აქვს, მხოლოდ პროექტის მიხედვით ჰესის ნაგებობები ააშენოს. თუ ინვესტორმა ვერ ააშენა თავისი ვალდებულებები და ვერ ააშენა შესაბამის ვადებში კონკრეტული სიმძლავრის ჰიდროსადგური ან დაარღვია ნებართვით დაკისრებული უფლებები, მას ეს მიწა ჩამოერთმევა. ეს არის პირობადებული საკუთრება, რომლის საფასურიც ინვესტორმა გადაუხადა არა სახელმწიფოს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობას. ეს არაა თურქული ან ნორვეგიული პროექტი, ესაა ჩვენი, ქართული ჰიდროელექტროსადგური, – განაცხადა თურნავამ.