“მაგიდა მე ავაყირავე, ქმრის დაჭერა არ მინდა, კონფლიქტი ქალის გამო დაიწყო” – ნათია გედევანიშვილი

"მაგიდა მე ავაყირავე, ქმრის დაჭერა არ მინდა, კონფლიქტი ქალის გამო დაიწყო" - ნათია გედევანიშვილიბიზნესმენ დავით კოდუას ცოლი, ნათია გედევანიშვილი, გუშინ ღამით მათ ოჯახში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს.

„წუხელ მოხდა ოჯახური კონფლიქტი სახლში, ეს ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. მაგიდის აყირავებაც იყო, მე ავაყირავე მაგიდა. კონფლიქტი ქალის გამო დაიწყო. მინდა, რომ გამოუწერონ მიუკარებლობა, მისი დაჭერა სულ არ მინდა. ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ და გამოეწერათ ორდერი. ვითხოვ კვალიფიკაციის შეცვლას, საერთოდ არ იყო დაჭერაზე საუბარი, მინდოდა, რომ ორდერი გამოეწერათ, რომ არ მისულიყო ძალადობამდე“, – აღნიშნა ნათია გედევანიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, მის თვალთან არსებულ დაზიანებასთან დაკავშირებით, გედევანიშვილი აცხადებს, რომ თვალი სავარძელს თავად მიარტყა.

ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საქმე კოდუას მხრიდან მეუღლისა და ქალიშვილის მიმართ ძალადობას ეხება.

გამოძიება 126-პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.