,,გთხოვთ, დამიბრუნეთ და ჩემს პენსიას, ათლიტრიან თუთის არაყს, ორ ქილა სოკოს მწნილს მოგცემთ” – ჯემალ ნოზაძეს ერთგული მეგობრის პოვნაში დახმარება სჭირდება

,,გთხოვთ, დამიბრუნეთ და ჩემს პენსიას, ათლიტრიან თუთის არაყს, ორ ქილა სოკოს მწნილს მოგცემთ" - ჯემალ ნოზაძეს ერთგული მეგობრის პოვნაში დახმარება სჭირდებასოცალურ ქსელში პენსიონერ ჯემალ ნოზაძის წერილი ვრცელდება, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ წაიკითხავთ. მან თავისი ერთგული მეგობარი, ჩიხუახუას  ჯიშის ძაღლი, სახელად მიკი დაკარგა და ყველას სთხოვს, რომ პოვნაში დაეხმარონ.

,,,ამას ვწერ ჯემალ ნოზაძე.  უკვე მეხუთე დღე მიილია, რაც ჩვენი პატარა მეგობარი, ჩიხუახუას ჯიშის ძაღლი დაგვეკარგა. ვითომ ვცხოვრობთ და ვარსებობთ მე და ჩემი მეუღლე, წამდაუწუმ ვჩხუბობთ და ერთმანეთს სიტყვასაც არ ვარჩენთ და ორივეს მიგვაჩნია, რომ დაკარგვის მიზეზი ის არ არის. ვინც იპოვნა, არც ის არის კარგი ადამიანი,  წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენთან კავშირს დაამყარებდა და ჩვენს მიცემულ ჯილდოს თავის თანხასაც დაამატებდა და შეიძენდა ანალოგიური ჯიშის ძაღლს და თავის ჭკუაზე გაზრდიდა და ის ნამდვილად გამოადგებოდა.

ახლა რამდენჯერაც თვალს მოვკრავ მის ჩასაცმელს ან საკვების პაკეტებს, ან ჯამს, ხმამაღლა ვტირი. ჩემო უცნობო მეგობარო, ღმერთსა ვთხოვ ბედნიერებაში მოგხმარდეს ჩვენი გაზრდილი პატარა მეგობარი. არ ვიცი, როდისმე შევხვდები თუ არა, მაგრამ ერთს გეტყვი, ორი ადამიანის ცრემლებით გაჟღენთილი ძაღლი, რომელიც საკმაოდ ასაკოვანია და არა მგონია, ბოლომდე სიკეთით რომ გამოგადგეთ. გახსოვდეს, რომ უფლის ურემი ნელა, მაგრამ მაინც მოძრაობს.

ძაღლის დაბრუნების შემთხვევაში ორ პენსიას, ათლიტრიან ბალონ შესანიშნავ თუთის არაყს, ორ ქილა სოკოს მწნილს  და აუარება ლოცვას მოგიძღვნით სუფთა გულით. პატივისცემით, ჯემალ ნოზაძე”.